ბლოგები და სიახლეები
წლის ბესთსელერები
2024 წელი იწურება და წლის ყველაზე გაყიდვადი წიგნებიც ცნობილია. ცნობილი ამერიკული გაზეთის, New York Times, მიხედვით გთავაზობთ წლის ტოპ ხუთ წიგნს მხატვრული ლიტერატურის განყოფილებაში:
ჯეიმს (პარსივალ ევერეტ), ქარი და სიმართლე (ბრენდონ სანდერსონი), ბოროტი (გრეგორ მაგუაიერი), ქალები (კრისტინ ჰანა), მეოთხე ფრთა (რებეკა იაროსი)
წიგნები, რომლებიც 2025 წელს ფილმებად იქცევა
დღეისათვის ცნობილ და გაყიდვად წიგნებს 2025 წელს ეკრანებზე ვიხილავთ. წარმოგიდგენთ მათ ჩამონათვალს: მერი შელის "ფრანკენშტეინი", ტეილორ ჯენკინს რეიდის "ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი", მეთ ჰეიგის "შუაღამის ბიბლიოთეკა", ჯენიფერ ლინ ბარნსის "მემკვიდრეობის თამაშები", რებეკა იაროსის "მეოთხე ფრთა".
თბილისის წიგნის ზამთრის საახალწლო ფესტივალი
თბილისის წიგნის ზამთრის საახალწლო ფესტივალი ახალი წლის დღეეებში ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება. ის გააერთიანებს ქვეყანაში მოქმედ წიგნის გამომცემლებს, გამავრცელებლებს და უმასპინძლებს ყველა ასაკისა თუ გემოვნების სტუმარს. ჩვენ სტუმრებს საახალწლო ჯადოსნურ გარემოს და უამრავ ფასდაკლებას ვპირდებით.
ფესტივალის ფარგლებში XI პავილიონი გადაიქცევა ზღაპრულ სამყაროდ, სადაც საახალწლო განწყობას შექმნიან სხვადასხვა წიგნის პერსონაჟები, მოეწყობა თეატრალური ჩვენებები, განთავსდება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი გამომცემლების სტენდები. წარმოდგენილ იქნება სხვადასხვა ტიპის ლიტერატურული პროგრამა, მათ შორის, ყველაზე პატარა სტუმრებისთვისაც. ფესტივალზე რეგისტრაცია დასრულებულია.