logo

- წიგნების კუთხე -





1984

ჯორჯ ორუელი

ჯორჯ ორუელის წიგნი, XX საუკუნის დისტოპიური რომანი "1984", აღწერს ტოტალიტარული რეჟიმის ყოფას და მექანიზმებს. ის გვაფრთხილებს, რომ თუ ჩვენი ისტორია გეზს არ შეიცვლის, მაშინ ადამიანები დაკარგავენ ყველაზე ადამიანურ თვისებებს და, მათთვისვე შეუმჩნევლად, უსულო საგნებად იქცევიან. თემატური სიმდიდრე, სათქმელის შეულამაზებლად გადმოცემა, სატირის ოსტატურად გამოყენება და თხრობის სადა, კლასიკური მანერა „1984“-ს ნამდვილ ლიტერატურულ შედევრად აქცევს.

შესაძენად ეწვიეთ:

ბიბლუსი Palitra L Booksale Bookland

ელ. ვერსიის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს (ინგლისურენოვანი, უფასო)

1984, pdf

ელ. ვერსიის ჩამოსატვირთად ეწვიეთ ბმულს (ქართულად, უფასო)

1984, pdf

ავტორის შესახებ

ჯორჯ ორუელი (ნამდვილი სახელი და გვარი ერიკ ართურ ბლერი) — ინგლისელი მწერალი და ესეისტი, მისი ნაწარმოებები გამოირჩევა წერის მარტივი სტილით, ტოტალიტარიზმის კრიტიკითა და დემოკრატიული სოციალიზმის მხარდაჭერით.
ორუელი დაიბადა 1903 წელს ინდოეთში. 1904 წლიდან იგი ცხოვრობდა ინგლისში. 1917-1921 წლებში ორუელი სწავლობდა იტონის კოლეჯში. 1922 წლიდან მსახურობდა ბრიტანეთის პოლიციაში მიანმარიში. მისი ცხოვრების ეს პერიოდი აისახა 1934 წელს გამოქვეყენებულ თხზულებაში „დღეები ბირმაში“. 1927 წელს ორუელმა თავი დაანება პოლიციაში სამსახურს პროტესტის ნიშნად და დაბრუნდა ინგლისში, სადაც იგი 1936 წლამდე დარჩა. ამ პერიოდში ორუელი აქვეყნებდა თავის პირველ ნაწარმოებებს. 1937 წელს იგი იბრძოდა ესპანეთის სამოქალაქო ომში მარქსისტული ერთობის მუშათა პარტიის მხარეზე მეორე მსოფლიო ომის დროს მწერალი მუშაობდა The Observer-ის კორესპონდენტად. 1945 წელს ორუელმა გამოაქვეყნა იგავი „ცხოველების ფერმა“, რომელშიც იგი აღწერს რუსეთში სოციალისტური იდეის განხორციელების კრახს. 1949 წელს გამოქვეყნდა ორუელის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები, რომანი „1984“. ორუელი 1950 წელს 46 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა.

სიუჟეტი

რომანის მთავარი გმირია უინსტონ სმითი. იგი ცხოვრობს ლონდონში, მუშაობს სიმართლის სამინისტროში და არის გარე პარტიის წევრი. იგი არ უჭერს მხარს პარტიულ ლოზუნგებსა თუ იდეოლოგიას და გულის სიღრმეში პარტიას, გარშემო არსებულ რეალობასა და ზოგადად, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს. რათა საკუთარი ემოციები დახარჯოს, იგი ავსებს დღიურს, რომელშიც საკუთარ აზრებს გადმოსცემს. სხვების დასანახად ის ცდილობს პარტიული იდეების მოყვარულად გამოიყურებოდეს. მაგრამ ეშინია, რომ გოგონა ჯულია, რომელიც იმავე სამინისტროში მუშაობს, მას უთვალთვალებს და სურს მისი გამოაშკარავება. იმავე დროს სმითი ფიქრობს, რომ მათი სამინისტროს მაღალჩინოსანი, შიდა პარტიის წევრი, ვინმე ო’ბრაიენი ასევე არ უჭერს მხარს პარტიულ იდეებს და ფარული რევოლუციონერია.
ერთხელ, როდესაც აღმოჩნდება ერთ-ერთ რაიონში, რომელშიც პარტიის წევრთა შესვლა არ არის სასურველი, სმითი შედის ვინმე ჩერინგტონის ძველი ნივთების მაღაზიაში. უკანასკნელი მას უჩვენებს ოთახს და უინსტონს აქვს სურვილი, მასში ერთი კვირა მაინც გაატაროს. უკანა გზაზე მას ხვდება ჯულია. სმითი მიხვდება, რომ ჯულია უთვალთვალებდა. იგი ორ ცეცხლს შორის არის - სურს გოგოს მოკვლა და შიშით არის მოცული. მაგრამ დასძლებს რა შიშს გადაწყვიტავს, მაინც მოკლას ჯულია. მაგრამ გოგო მას გადასცამს ქაღალდს, რომელშიც სმითისადმი თავის სიყვარულზე საუბრობს. მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობები იწყება. თვეში რამდენიმეჯერ ისინი ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ უინსტონს აწუხებს გრძნობა, თითქოს ისინი უკვე მკვდრები არიან (პარტიის მიერ ქალსა და მამაკაცს შორის თავისუფალი ურთიერთობები აკრძალულია). ისინი ქირაობენ ოთახს ჩერინგტონის მაღაზიაში და იქ ერთმანეთს დრო და დრო ხვდებიან. ისინი მიდიან ო’ბრაიენთან და სთხოვენ არალეგალური საძმოს წევრებად მიღებას, თუმცა თავად მხოლოდ ვარაუდობენ, რომ ის მისი წევრია. ო’ბრაიენი მათ გადასცემს გოლდსტეინის, სახელმწიფო მტრის მიერ დაწერილ წიგნს.
მოგვიანებით წყვილს აპატიმრებენ, პირდაპირ მათ საკუთარ ოთახში - ჩერინგტონი აღმოჩნდება პოლიციის თანამშრომელი. სიყვარულის სამინისტროში უინსტონზე დიდ ზეწოლას ახდენენ და აწამებენ. მთავარ როლს ამ დამსჯელ მოქმედებაში ასრულებს თავად ო’ბრაიენი. თავდაპირველად უინსტონი ცდილობს, არ უარყოს საკუთარი პრინციპები. მაგრამ მუდმივი ფიზიკური და ფსიქიკური ზეწოლის შემდეგ ის მაინც ნებდება და იმედი აქვს, რომ უარს ყველაფერზე იტყვის მხოლოდ გონებრივად, მაგრამ არა სულიერად. იგი უარს ამბობს ყველაფერზე, გარდა ჯულიასადმი სიყვარულისა. მაგრამ ო’ბრაიენს აქაც შეაქვს ცვლილება. უინსტონი საბოლოოდ ამბობს უარს, ფიქრობს, რომ ჯულია მხოლოდ სიტყვიერად უარყო. მაგრამ მას შემდეგ, როდესაც გადის დრო და ის უკვე განკურნებულია რევოლუციური განწყობისაგან და თავისუფლებაზეა, ერთხელ, კაფეში ჯდომისას, ხვდება, რომ ჯულიაზე გონებრივად უარის თქმით მთლიანად განერიდა მას. მან უარყო სიყვარული. ამავე დროს რადიოეთერში გადაიცემა ახალი ამბები, სადაც საუბარია ოკეანეთის მიერ ევრაზიის ჯარების დამარცხებაზე. უინსტონი მიხვდება, რომ ამჯერად ის სრულიად განიკურნა. მას უყვარს პარტია, „უფროსი ძმა“.